საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული იმართება

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული იმართება.

რისკჯგუფში შემავალ ქალებს, ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ ცენტრებში გამოკვლევები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ უტარდებათ.

ექიმები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოქალაქეებს, დროულად გადადგან პრევენციული ნაბიჯები.

საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით მესამე ადგილზეა.