ხვალ ესპანეთში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ორპალატიანი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თითქმის მთლიანად გადახალისდება. როგორც ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 6 პოლიტიკური პარტიიდან, უმრავლესობის მოპოვებას, სავარაუდოდ, ვერცერთი შეძლებს. შესაძლო კოალიციების შესახებ ქვეყანაში უკვე საუბრობენ.
დეტალები გვანცა ფოცხვერიას რეპორტაჟში.