უკვე ხუთი საათია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. კომისიის წევრებმა არ დააკონკრეტეს, დღეს რომელი სკოლის მოსწავლეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
დეპუტატთა ნაწილი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ მოზარდების გამოკითხვისას, მნიშვნლოვანი დეტალები იკვეთება. ირაკლი აბესაძის განცხადებით, დღეს საგამოძიებო კომისიას იმ არასრულწლოვნების გამოკითხვა უწევს, რომლებმაც მომხდარი ჩხუბის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ იციან. კომისია არასრულწლოვნების გამოკითხვას უახლოეს დღეებში დაასრულებს.