წლის ყველაზე გახმაურებული, ხორავას ქუჩის სასტიკი მკვლელობის საქმე ამ დრომდე სასამართლოშია. ერთი წლის წინ, სისხლიან გარჩევამდე, არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაიწყო. მოგვიანებით, საქმის გასარჩევად მოზარდებმა ხორავას 4 ნომერში გადაინაცვლეს. მომხდარის შედეგად ლევან დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, დათო სარალიძე კი მრავლობითი ჭრილობებით 2 დეკემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გამოაქვეყნა დღეს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარია პროკურატურას მოუწოდებს, ყოველი თვის ბოლოს მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების შედეგები წარადგინოს.