მოზარდების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15:00 საათზე განახლდება

მოზარდების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს, 15:00 საათზე განახლდება. დღესვე გახდება ცნობილი სასამართლოს პოზიცია დაცვისა და ბრალდების მხარეების მტკიცებულებათა დასაშვებობაზე.

სასამართლო ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობაზეც იმსჯელებს.  ადვოკატი ეკა მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ მტკიცებულებები უკანონო გზით მოიპოვა და მათი დაშვება მიუღებელია. ასევე ვრცელდება ბრალდების მხარისგან განსხვავებული ვერსია, რომლის მიხედვითაც, საქმეში ორ დანაზე მეტი ფიგურირებს. ამის დამტკიცებას კი დაცვის მხარე საქმის არსებითი განხილვისას შეეცდება.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პირველ დეკემბერს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა.