არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება
არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

სწორედ დღეს გახდება ცნობილი, რა პოზიცია ექნება და მიიღებ თუ არა სასამართლო დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამის შემდეგ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა.

როგორც ცნობილია, დაცვის მხარე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სადავოდ ცნობას ითხოვს. მათ მიაჩნიათ, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არაკანონიერი გზით არის მოპოვებული.

გარდა ამისა, დაცვის მხარის მტკიცებით, საქმეში ფიგურირებს ორზე მეტი ცივი იარაღი. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს პროკურატურა.

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ორ მოზარდს ჯგუფურად მკვლელობა ედება ბრალად. მათ საქმეზე სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა ექვს თვეს არ უნდა აღემატებოდეს.