ადვოკატი - არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე პროკურატურას მტკიცებულებები კანონდარღვევით აქვს მოპოვებული
ადვოკატი - არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე პროკურატურას მტკიცებულებები კანონდარღვევით აქვს მოპოვებული

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს გარკვეული მტკიცებულებები კანონდარღვევით აქვს მოპოვებული.

როგორც ადვოკატმა საქმის წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მიუხედავად ამისა დაცვის მხარე ამ მტკიცებულებებს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და გააბათილებს.

“არის ბრალდების მხარის გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც მიგვაჩნია, რომ კანონდარღვევით არის მოპოვებული, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთ მათგანზე საქმის არსებითი განხილვისას გავამახვილოთ ყურადღება, თუმცა ბრალდების ყველა მტკიცებულებას დაცვის მხარე გააბათილებს”,-განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, დადგენილია თუ არა მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი პირის ვინაობა, ადვოკატის თქმით, ეს დადგენილი არ არის.

მისივე თქმით, არის ძალიან ბევრი შეკითხვა, რომელსაც საგამოძიებო ორგანო ვერანაირ პასუხს ვერ სცემს.

“ჩვენ გვსურდა, რომ ერთი თვით გადადებულიყო საქმის წინასასამართლო სხდომა და გაგარძელებულიყო გამოძიება დამატებით კიდევ ერთი თვის განმავლობაში”, -განაცხადა კაკაბაძემ.