დავით სარალიძის მკვლელობის საქმე და გიორგი მენაბდის ეპიზოდის არსებითი განხილვა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა.
ადვოკატის ცნობით, ისინი უშუალოდ შემთხვევის ადგილას არ ყოფილან. პროკურორის განცხადებით, მათ ბრალდებული ინციდენტის შემდეგ ნახეს.
მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით აქვს წარდგენილი.