ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ადვოკატები დღეს სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. სხდომა დახურულ რეჟიმში, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა.

როგორც დ.ღ.-ს ადვოკატმა გოჩა კვარაცხელიამ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე, 6-თვიანი განხილვის განმავლობაში, ჯამში 90 მოწმე დაკითხეს და დ.ღ.-ს ბრალი არ დასტურდება. დღეს დაიკითხნენ მამა-შვილი თენგიზ და ლუკა კალანდიები, რომლებსაც მკვლელობის მთავარ საქმეზე დანაშაულის დაფარვას ედავებიან და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

ხათუნა გაგნიძე დეტალებით.