გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ხელახალი გამოძიების შედეგად, ყოფილი მსჯავრდებულის, სიმონ გაბრიელაშვილის მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიების შედეგად მის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხა.