გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ოთხი ფაქტი გამოავლინეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე ჯამში 24 კუბური მეტრი სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს. ავტომანქანები დაილუქა, საქმის მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.