წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

სამართალდამრღვევმა სოფელ მუჟავაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, 7 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.

მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.