ხაჭაპური, ხაჭაპური - ინტერვიუს დროს შერმადინს თანაგუნდელები შეძახილებით დაეხვივნენ [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატში „გრან კანარიასთან“ ეფექტურად ჩატარებული მატჩის შემდეგ გიორგი შერმადინთან ლიგის ტელეარხის ჟურნალისტი ინტერვიუსთვის მივიდა. თუმცა გიორგის თანაგუნდელებმა არ დააცადეს – ხაჭაპურის შეძახილით შერმადინს დაეხვივნენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ცენტრი თანაგუნდელებს ყოველი ტიტულის მოგების შემდეგ ხაჭაპურით უმასპინძლდება. „გრან კანარიასთან“ 25 ქულა, 10 მოხსნა ჰქონდა და მარგი ქმედების კოეფიციენტმა 41-ს მიაღწია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი ტურის საუკეთესოდ აღიარების მთავარი კანდიდატია. მის ღიარებას და ხაჭაპურს „ტენერიფეს“ კალათბურთელები მოუთმენლად ელიან.