დღესვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მესამე მოსმენით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელებენ. ოპოზიციის ნაწილი პროექტს „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ საზოგადოების მოსყიდვის მცდელობას უწოდებს. კანონპროექტს მხარს უჭერს „გირჩი“.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ პროექტი დაბალანსებულია. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებული ცვლილებების მიხედვით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, გარდა სქესობრივ დანაშაულებს; მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს; ნარკორეალიზატორებს; ყაჩაღობას; ტერორიზმს; კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ე.წ. ქურდულ სამყაროს; ტრეფიკინგსა და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.