მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტის კომიტეტების სხდომაზე

ვინ დარჩება ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებიდან ახალ მინისტრთა კაბინეტში, რესტრუქტურიზაციის შემდეგ და რომელ კანდიდატებს მოუსმენენ კიდევ ერთხელ უახლოეს მომავალში, –  2-3 კვირიან სამოქმედო გეგმაზე მეტად, ინტერესი სწორედ ამაზეა მიმართული. გაკეთდა კანდიდატების მხრიდან მიმანიშნებელი აქცენტებიც. მინისტრობის კანდიდატებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაგრძელებაზე, დევნილთა ოჯახების დაკმაყოფილებაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდასა და სამართლიანობის აღდგენის კუთხით გადადგმული ნაბიჯებზე. ამ კონკრეტული ინიციატივების გარდა, თეა წულუკიანმა ყოფილი მთავარი პროკურორის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.