ზაზა გაბუნია - „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში ცდილობს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას ამაზრზენი განცხადებების ტირაჟირებისთვის
ზაზა გაბუნია - „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში ცდილობს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას ამაზრზენი განცხადებების ტირაჟირებისთვის

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში, დესტრუქციულად ცდილობს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას ამაზრზენი განცხადებების ტირაჟირებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ხეების გადატანაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციელი სწორედ ხის გადატანის დროს დაიღუპა.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამაზრზენ ტყუილს, რომელიც თინა ბოკუჩავამ ამ დარბაზში განცხადების სახით თქვა.  პოლიციელის მკვლელობის დანაშაული თინა ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილში ფაბრიკაციის სახით დეზინფორმაციის გზით, უსინდისო ტყუილის გამოყენებით, დაუკავშირა ხის გადატანის პროცესს, რაც არის უსინდისო ტყუილი, ეს არის აბსოლუტურად ალოგიკური და დაუსაბუთებელი ბრალდება. ხის გადატანა და პოლიციელის მკვლელობა აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან და ამ დანაშაულში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული კონკრეტული პირი არის დაკავებული. ეს არის უსინდისო ტყუილი, რომლის გზითაც ბოკუჩავა ცდილობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში დესტრუქციულად ცდილობს ამ ტრიბუნის გამოყენებას ასეთი ამაზრზენი განცხადებების ტირაჟირებისთვის“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ამასთან, ზაზა გაბუნიას განცხადებას, თინა ბოკუჩავამ უპასუხა და აღნიშნა, რომ უმრავლესობაში ერთი დეპუტატიც არ მოიძებნება, რომელიც პარლამენტის ღირსებას დაიცავს.

„ძალიან ვწუხვარ ბატონებო, რადგან მონობა არ არის პარლამენტარის დავალება და ამოსავალი წერტილი სირცხვილია, ათობით და ათასობით ხე გაიჩეხა”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.