კორონავირუსთან ერთად, კიდევ ერთი გლობალური გამოწვევა: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში უდაბნოს კალიების მასობრივი შემოსევაა. გაერო-ში მოსალოდნელ მასშტაბურ ეკონომიკურ ზარალსა და საფრთხეებზე ალაპარაკდნენ.
აფრიკიდან გავრცელებული კალიების გუნდი ერთ დღეში საკმაოდ დიდი მოცულობის სასოფლო-სამეურნეო მარაგებს ანადგურებს. მავნებლების წინააღმდეგ პრევენციულ ზომებს უკვე იღებენ მეზობელ თურქეთში.
ვაკო ორმოცაძე არკვევდა, ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოსაც.