უკრაინაში კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, უკრაინული მხარის ინფორმაციით, 16 ადამიანია დაღუპული. რუსული მხარე კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე 29 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. უკრაინელების ცნობით, 16 დაღუპულიდან 14 ხერსონის ოლქის, 2 კი – მიკოლაევის მკვიდრია. დაკარგულად ითვლება 31 ადამიანი. კახოვკის კაშხალზე აფეთქება 6 ივნისს გამთენიისას მოხდა, რის შემდეგაც, გამოთავისუფლებულმა წყლის დიდმა მასებმა მდინარე დნეპრის სამხრეთით მდებარე დასახლებები დატბორა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში საერთაშორისო პარტნიორებს მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად გაწეული დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.