კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება

მომდევნო ხუთი-ათი წელი ყირიმი წყლის გარეშე იქნება, სანამ კაშხალი არ აღდგება, – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა კახოვკის ჰიდროელექტრო სადგურის აფეთქების შედეგებზე საუბრისას. პარალელურად, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირი წყლით იფარება და ევაკუაციის გზებიც ჩაკეტილია. ნაწილობრივ დატბორილია ათამდე დასახლება.

ხერსონის რეგიონის ქალაქი გოლაია პრისტანი თითქმის სრულად დაფარა წყალმა. წყლის დონემ სახლის სახურავებამდე მიაღწია. წყალშია თითქმის ყველაფერი. მედია ასევე წერს, რომ ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსმა სამხედროებმა 15-15 კმ-ით უკან დაიხიეს.