სასმელი წყლის დეფიციტი კახოვკაში

კახოვკის კაშხლის გარღვევის გამო, უკრაინის 700 ათასი მოქალაქე სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის,  ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა. მატრინ გრიფიტსის განმარტებით, მომხდარი კატასტროფა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შემცირებას და მსოფლიოში სურსათზე ფასების ზრდას გამოიწვევს. მისივე თქმით, უახლოეს ხანში გაერო დაიწყებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, უკრაინაში მომხდარი კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად ფულადი სახსრების შეგროვება დაიწყება. გაერო-ს მაღალჩინოსანი ასევე ამბობს, რომ რუსეთი საერთაშორისო ორგანიზაციებს ხელს უშლის დაზარალებულ რაიონებში შესვლასა და მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევაში.