ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ 30 წელი შეუსრულდა. ამ დღის აღსანიშნად ღონისძიება გაიმართა, რომელსაც კომპანიის დირექტორი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და „ჯორჯიან ეარვეისის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ავიაკომპანიის გავლილი 30 წელი და წარმატებები უსურვეს სამომავლო გეგმების შესასრულებლად.