ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. საუბარია გუშინ აგლაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთ პირს ოჯახის წევრების მოკვლის, ღირსების შემლახველი ფოტოების გადაღებითა და გამოქვეყნების მუქარით, დიდი ოდენობით თანხას სძალავდნენ.
ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის სასტუმროს ნომრიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება 181-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გახსნილია დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულიც, დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.