კოვიდპანდემიის დროს დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელებისგან გათავისუფლდებიან. შეღავათით ისარგებლებენ იურიდიული პირებიც. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც განსახილველად შევიდა „საკანონმდებლო პაკეტი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებისა და ამნისტიის შესახებ“, თუმცა, პარლამენტმა მთავრობის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების შედეგად გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი ორად გაიყოს, დაჩქარებული წესით კენჭი ჯარიმების ნაწილს ეყრება, ხოლო სისხლისსამართლებრივი ამნისტიის შესახებ ინიციატივა მთავრობამ თავიდან უნდა წარმოადგინოს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტი 1855 მოქალაქეს და 38 იურიდიულ პირს შეეხება და შეღავათი შეადგენს 5 მილიონ 600 ათას ლარს.