ჯანდაცვის მინისტრი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. განიხილეს DRG-ის დაფინანსების სისტემა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრების გზები. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო მექანიზმებზე.
DRG-ის დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე შეხვედრა უკვე მე-11 რეგიონში გაიმართა. შეხვედრები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ორგანიზებით და ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ტარდება.