ონკოლოგიური პაციენტების და ექიმების ინიციატივა

ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეები დაფინანსების სისტემის შეცვლას ითხოვენ.

საჭიროა ინდივიდუალური მიდგომები და არა ფიქსირებული თანხა – ასეთია პაციენტთა ნაწილის მოთხოვნა. მათ შორის ძირითადად ის ადამიანები სჭარბობენ, რომლებსაც თანამედროვე აპარატურით და მედიკამენტებით საკმაოდ რთული მკურნალობა სჭირდებათ. პაციენტების განმარტებით, 25 000-ლარიანი ლიმიტი ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია. პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება კერძო დაზღვევის პაკეტის მქონე მოქალაქეებისთვის.