ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა პარლამენტში. დისკუსია ჯანდაცვის კომიტეტის ფორმატში გაიმართა. იმსჯელეს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციასა და იაფ მედიკამენტებზე. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზარი საქართველოსთვის უკვე ღიაა და ქვეყანაში მედიკამენტების ოპერატიულად შემოტანის მიზნით, ნებართვის მისაღებად განაცხადის განხილვის ვადა 45 დღიდან, შვიდ დღემდე მცირდება.