კავკასიის მედიცინის ცენტრში, რომელმაც საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა და მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი გახდა, ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. გაიმართა პრეზენტაციაც. აღინიშნა, რომ აკრედიტაციის მოპოვება კლინიკისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს სიახლე პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფის გარანტიაა.
ღონისძიებას სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.