ჯანდაცვის მინისტრი ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში

ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო პროცესის დასრულების შემდეგ, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება. ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 საწოლზე იქნება გათვლილი და შენობაში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა. ადგილზე იქნება ბავშვთა ინფექციურიც.

ახალ შენობაში თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებები მოეწყობა. მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში, თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია იმყოფებოდნენ.