ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო. მიხეილ სარჯველაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. გამოწვევად დასახელდა ჯანდაცვის სპეციალისტების, განსაკუთრებით ექთნების დეფიციტი. ყურადღება გამახვილდა DRG დაფინანსების მოდელზე და მის მნიშვნელობაზე. პანელურ დისკუსიაში, მინისტრთან ერთად, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.