ივან ლინსის ალბომი – My Heart Speaks, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა, „გრემის“ 2024 წლის დაჯილდოების ნომინანტთა სიაშია. მუსიკალური კრებული საუკეთესო ლათინო ჯაზ ალბომის ნომინაციაშია წარდგენილი.
ივან ლინსისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანამშრომლობა ჯანსუღ კახიძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში დაიგეგმა, როდესაც ივან ლინსი მეორედ სტუმრობდა ღონისძიებას. „გრემის“ დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 5 თებერვალს გაიმართება.