იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი სტუდენტებისთვის დასრულდა. მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტმა მიიღო. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა. ასევე, გამოვლინდა საუკეთესო მომხსენებელი.
საგანმანათლებლო პროექტისთვის გრანტი იუსტიციის სამინისტრომ გასცა და ის მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას. მონაწილე სტუდენტებს პროექტი საშუალებას აძლევს, განივითარონ იურიდიული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, აიმაღლონ კვალიფიკაცია და შექმნან საკონტაქტო ქსელი.