„ლეილა მესხის თასი 2022“ დასრულდა. ვაჟთა და გოგონათა შორის 18 წლამდე საერთაშორისო ტურნირი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში გაიმართა და გათამაშებაში მონაწილეობა 20 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენმა მიიღო. გამარჯვებულები ერთეულთა და წყვილთა შორის გამოვლინდა.