იტალიის ქალაქ ბარიში, ზღვაში ქართველი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 31 წლის ახალგაზრდაა, მისი ცხედარი მოქალაქეებმა იპოვნეს და სანაპირო დაცვას შეატყობინეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, იყო ეს უბედური შემთხვევა, მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.