იტალიის ხელისუფლება მილანში სამხედროების განთავსებას გეგმავს 

12:17, 21.10.2026

იტალიის ხელისუფლება მილანში 500 სამხედრო მოსამსახურის განთავსებას და პოლიციის უფლებამოსილებების გაფართოებას გეგმავს. გადაწყვეტილება ქალაქში გასულ უქმეებზე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ არეულობას უკავშირდება. მედიის ცნობით, პოლიციამ დაახლოებით 270 ადამიანი დააკავა, რომელთა უმეტესობა არასრულწლოვანი იყო. წინასწარ ნებადართული აქციები ძალადობასა და ძარცვაში გადაიზარდა. მთავრობა ასევე პრევენციული დაკავების წესის შემოღებას განიხილავს, რომელიც შესაძლო საფრთხის შემცველი პირების 24 საათამდე ვადით დაკავებას ითვალისწინებს. იტალიის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზომების მიზანი ახალი არეულობის თავიდან აცილება და ისტორიულ ცენტრებში ბიზნესისა და მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლების დაცვაა.

მსგავსი