დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკზე“ წვდომა აღუდგინა

01:31, 23.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „სფეის იქსის“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკზე“ წვდომა აღუდგინა.

ამასთან, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ესაუბრა თუ არა ილონ მასკს აღნიშნულ საკითხზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა თავად ილონ მასკს ან ვინმეს სთხოვა მასთან დაკავშირება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. რა მნიშვნელობა აქვს, მე დავურეკე თუ სხვამ? საბოლოო ჯამში, მან წვდომა აღადგინა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე გამოცემა „ვოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა „სტარლინკის“ სამხედრო დანიშნულების ვერსიის მუშაობის შენელების ბრძანება გასცა. საუბარია სერვისზე, რომელსაც უკრაინა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დასაცავად იყენებს.

მსგავსი