ალბანეთის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა, პოლიციამ პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
ასობით სტუდენტი პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას შენობის წინ შეიკრიბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.
სტუდენტები უკვე მეათე დღეა, სწავლის საფასურის შემცირებას, განათლების დაფინანსების გაზრდასა და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვენ. დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომაა.
ამასთან, შაბათს სტუდენტური საპროტესტო მოძრაობა მასშტაბური, საერთო ეროვნული აქციის გამართვას გეგმავს.