ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ვითარება ისევ მძიმეა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტი ტერორისტი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მტრის ნაწილი მშვიდობიანი მოსახლეობის რიგებში იმალებოდა, თუმცა მოგვიანებით ისრაელის ჯარს ჩაბარდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ჩრდილოეთ ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაცია დასახულ მიზნებს ეტაპობრივად ასრულებს. მინისტრი განმარტავს, რომ ოპერაციების ერთ-ერთი მთავარი მიზანი გატაცებულების ისრაელში დაბრუნებაა.