ბათუმში ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის კანდიდატად წარდგენა გააპროტესტეს
ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის კანდიდატად წარდგენა დღეს ბათუმში გააპროტესტეს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები პროკურატურის შენობასთან პლაკატებითა და საკენკით მივიდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლში, სადაც აჭარის პროკურატურაა განთავსებული, არ შეუშვეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციებს გააგრძელებენ, რადგან შოთაძეს, მათი შეფასებით, გენპროკურორად მოღვაწეობის დროს ჩადენილი ქმედებების გამო, ამ პოზიციაზე დაბრუნების მორალური უფლება არ აქვს.