ირაკლი კობახიძის განცხადება

საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები, რომელსაც ირაკლი კობახიძე აქვეყნებს სოციალურ ქსელში. 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ აბსოლუტურ ჭრილში, არამედ სხვა ქვეყნებთან შეფარდებითაც იზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 32 ათას დოლარს გადააჭარბებს და ჩამორჩენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასთან (მათ შორის იტალიასთან, ესპანეთთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთთან) ორმაგზე ნაკლები გახდება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა. გვაქვს ყველანაირი რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისთვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა“,- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.