ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.

ირაკლი კობახიძე პოლონეთის ახალ პრემიერ-მინისტრს შეხვდა, ასევე სეიმის თავმჯდომარეს და სენატის მარშალს.

ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და პოლონეთს შორის ისტორიულ კავშირებზე ისაუბრა. მხარეებმა ბიზნესფორუმების გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს გააღრმავებს.