ირაკლი კობახიძე დღეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება
ირაკლი კობახიძე დღეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, მატეუს მორავიეცკის შეხვდება.

ირაკლი კობახიძეს დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღებს სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და სეიმის მარშალი მარეკ კუჩინსკი.

დღესვე გაფორმდება სენატს, სეიმსა და საქართველოს პარლამენტს შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ.

ვიზიტის მნიშვნელობასა და დაგეგმილ შეხვედრებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. შევხდებით სენატისა და სეიმის თავმჯდომარეებს. გვექნება საუბარი პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრებთ მიმდინარე სიტუაციაზე რეგიონში, საქართველოში. საინტერესოა ის ხელშეკრულება, რომელსაც პოლონეთთან თანამშრომლობის თაობაზე გავაფორმებთ. ეს არის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის გაფორმების შემდეგაც, ურთიერთობა მრავალი მიმართულებით განვითარდება. საუბარია კანონშემოქმედებითობაზე და საერთაშორისო დონეზე ურთიერთმხარდაჭერაზე“, – განაცხდა ვოლსკიმ.