პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე პოლონეთის სეიმის მარშალს, მარეკ კუჩინსკის და სენატის მარშალს სტანისლავ კარჩევსკის შეხვდება. ხელი მოეწერება შეთანხმებას, რის შემდეგაც  პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პირველ ვიცე-პრემიერთან. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.

ირაკლი კობახიძე ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული სწავლების ცენტრში ლექციასაც წაიკითხავს, აჯანყების მუზეუმს დაათვალიერებს და  ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ ძეგლს გვირგვინით შეამკობს.

დატოვე კომენტარი