2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კომპანია „როტშილდი“ საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე, ასევე ინვესტიციებისა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით იმუშავებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მხრიდან წელს საკმაოდ წარმატებული საგარეო პოლიტიკა იქნა წარმოებული. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მან მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტში, სადაც სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში ასახულია საქართველოსთვის პრიორიტეტული ძირითადი საკითხები და აღიარებულია ქვეყნის ევროპული არჩევანი და მისწრაფებები.