მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს – დავოსში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ევროპელი ლიდერებისგან კონკრეტული პასუხი მოითხოვა. ახლა საკითხი ასე დგას – ვამაღლებთ თუ არა ამ მოლოდინებს? ვუთხრათ თუ არა ჩვენს მოსახლეობას, რომ საქართველო მიიღებს ამ სიმბოლურ, პოლიტიკურ აღიარებას? ჩვენ გვჭირდება სიცხადე, ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია ევროკავშირისგან.