პრემიერი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. იმსჯელეს კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშზე და მასში წარმოდგენილ რეკომენდაციებზე. განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე დროული რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, გათვალისწინებული და მაქსიმალურად დაცული იყოს მოსახლეობის ინტერესები, ხოლო მეორე მხრივ, გათვალისწინებული იყოს ბიზნესის მოსაზრებებიც.