ამ დრომდე მძიმეა ინტოქსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანილი ოთხი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა. ისინი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში რჩებიან, ორი მათგანი მართვით სუნთქვაზეა. დანარჩენი ოთხის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ისინი კლინიკიდან გაწერეს.
გუშინ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რვა ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. მათ უცნობი ნივთიერებით, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. ფაქტის შესახებ კლინიკამ შსს-ს მაშინვე აცნობა.