ინფლაცია ისევ ქვეყნის მთავარი გამოწვევაა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ოდნავი შემცირება შეინიშნება, ის მაინც ორნიშნა მაჩვენებელზეა და 11,5 მეათედ პროცენტს შეადგენს. რეკორდულად არის გაძვირებული სურსათი, სხვადასხვა პროდუქტებზე ფასები 13-დან 29 პროცენტამდეა გაზრდილი. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს გლობალურ ფაქტორებსა და რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებენ.
პროდუქტებზე ფასების კიდევ უფრო ზრდის რისკის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 11 პროცენტზე დატოვა. სებ-ში ინფლაციის სამიზნე სამპროცენტიან მაჩვენებელზე დაბრუნებას 2023 წლის მეორე ნახევრისთვის ვარაუდობენ. ცენტრალურ ბანკში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსაც გადახედეს და პროგნოზი 4 და 9 პროცენტამდე გაზარდეს.