ინფექციური საავადმყოფოს განცხადება

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის მხოლოდ ერთი მოქალაქე რჩება. მას „ბე ტიპის ვირუსი“ აქვს და ბოქსირებული განყოფილებიდან პალატაშია გადაყვანილი. რაც შეეხება ჩინეთის კიდევ ორ მოქალაქეს, 28 და 23 წლის მამაკაცებს, რომელთაც გუშინ ჩატარებული კვლევების შესაბამისად გაციება დაუდგინდათ, საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მათი საქართველოში ჩამოსვლიდან ორკვირიანი საინკუბაციო პერიოდი ჯერ არ გასულა, ისინი ამ ვადის განმავლობაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

ორივე მამაკაცი საქართველოში, ახმეტის რაიონში, ჰესის მშენებლობაზე იყო დასაქმებული. დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოს 13-მა ადამიანმა მიმართა, თუმცა, არცერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.