საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიარეისები გახშირდება – აზიის ყველაზე მსხვილი და დაბალბიუჯეტიანი კომპანია „ინდიგო“ ფრენების რაოდენობას ამატებს. „თბილისი-ნიუ დელის“ მიმართულებით კვირაში სამი რეისის ნაცვლად, ავიამიმოსვლა ყოველდღიური გახდება. გადაწყვეტილების მიზეზად ინდოეთიდან ბოლო პერიოდში ტურისტული ნაკადების ზრდა სახელდება.
მოლოდინია, რომ რეისების დამატება მიმოსვლასა და საქმიან ტურიზმს კიდევ უფრო გაააქტიურებს და ტურისტების რაოდენობას გაზრდის. „ინდიგო“, რომელიც 600 მიმართულებით დაფრინავს, მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართულ ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა.