ინციდენტი დუბაი-თელ-ავივის რეისზე
დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავში პილოტებს შორის დაპირსპირება მოხდა. „ბოინგი“ საუდის არაბეთში დაეშვა. საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებით, ფრენიდან 2 საათისა და 15 წუთის შემდეგ, „ბოინგმა“ მკვეთრად დაიწყო დაშვება და მომდევნო ერთი საათის განმავლობაში თვითმფრინავი სტაბილურ სიმაღლეს ვერ ინარჩუნებდა.
ინციდენტის დროს ისრაელის ხელისუფლებამ თვითმფრინავთან დაკავშირება ვერ შეძლო. შესაძლო გატაცების გამო, მის გასანეიტრალებლად ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლები აფრინდნენ, თუმცა, მალევე კავშირი აღდგა და თვითმფრინავი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაეშვა.
ისრაელელმა მგზავრებმა თვითმფრინავის მკვეთრი დაშვების დროს ქაოსზე, კაბინაში სისხლის არსებობასა და ერთ-ერთი პილოტის დანით დაჭრაზე ისაუბრეს. ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით ისრაელის, საუდის არაბეთის ან არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.